Wednesday, June 11, 2014

                  რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა     ბოლო  დღე

დღეს გავიხარე,ყველა დავალება შევასრულე,მივხვდი,რომ შრომითა და მონდომებით მცირე დროშიც კი  შევძელი სიახლეების შემეცნება,რასაც აუცილებლად მივაწვდი ჩემს მოსწავლეებს,მადლობა დავითს,მადლობა ყველას...

Saturday, May 31, 2014

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა - მეხუთე დღე



             დღევანდელი დღე საკმაოდ რთული იყო, რადგან საატესტატო გამოცდების გამო წინა ორი მეცადინეობა გადავდეთ, ამიტომ მოგვიწია ჯერ გახსენება, შემდეგ  კი სიახლეების შესწავლა  დავეუფლეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებსა და შეფასების  რუბრიკას. დავიტვირთეთ, მაგრამ  სიახლეებთან  შეხება აუცილებელია.ტრენერს მადლობა ნებისყოფისა და სიმშვიდისათვის.

Sunday, May 11, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

წინა დღეებთან შედეარებით დღეს დაძაბული აღარ ვყოფილვარ,ცოტა ვიხალისე კიდეც,დრაივზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისოც კი იყო,ამდენმა სიახლემ მეტის შესწავლის სურვილი გამიჩინა,კმაყოფილი ვარ ჩემი თავისაც კი.

პროექტის პორტფოლიო

Saturday, May 10, 2014

რეფლექსია - მესამე დღე


   
           ეს დღე წინა დღეების მსგავსად დატვირთული იყო.სიახლეები ბევრია,მეც ვცდილობ ნაბიჯი ავუწყო ტრენერს,რამდენად გამომივა,ამას მომავალი საქმიანობა მიჩვენებს,მაგრამ მომეწონა ბუკლეტების შექმნა და გამოყენება,ეროვნული სასწავლო გეგმიდან საჭირო სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩასმა პროექტში.

Sunday, May 4, 2014

მეორე დღის რეფლექსია

  ამ დღემაც საკმაოდ დატვირთულად და საინტერესოდ ჩაიარა,გავეცანით ერთმანეთის საპროექტო მასალას და გავაკეთე მონახაზი,თუ რა თემაზე ვიუშავო,რა უფრო დააინტერესდება ჩემს მოსწავლეებს,ვნახოთ რა გამომივა.

პირველი დღის რეფლექსია :

 დღე საკმაოდ ხმაურიანი იყო, გაცნობისა და ,,მოთელვის" შემდეგ დავიწყეთ განვლილისა და დავიწყებულის აღდგენა,ნელ-ნელა გავეცანით სიახლეებსა და მოთხოვნებს,პროექტებზე მუშაობა ,ბლოგებით მასალების მოგროვება და ამ ყველაფრის ბავშვებამდე მიტანა ხომ აუცილებელია,ამ შემართებით დავიწყე და ვნახოთ რა გამომივა...